STV
სხვა ამბები

ზუგდიდელი მეწაღის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი ევროპაშიც მოთხოვნადია

ზუგდიდელი მეწაღე კარლო კიკორია უკე 31-ე წელია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის კომფორტულ და მოდურ ფეხსაცმელს ქმნის.

იგი ინდივიდუალური შეკვეთით ამზადებს ფეხსაცმელს,მათ შორის ორთოპედულს. მხატვარ-მოდელიორისა და ინჟინერ ტექნოლოგის ზედამხდეველობით ქმნის ფეხსაცმლის ახალ მოდელებს, აღმოფხვრის წვრილმან ხარვეზებს, აღადგენს და აახლებს ძველ ფეხსაცმელს, ახდენს სხვადასხვა მასალისა და სახეობის ფეხსაცმლის შეკეთებას, ასრულებს ორთოპედული ფეხსაცმლის გამაგრების ტექნოლოგიურ ოპერაციებს, სპეციალური დანადგარის საშუალებით ან ხელით ამზადებს ფეხსაცმლის პროტეზებს,ასევე, ითვალისწინებს მოთხოვნებს მასალებზე, მოდელებზე და პროდუქციაზე.

მეწაღესთვის აუცილებელია მაღალი შრომისუნარიანობა, ყურადღების კონცენტრაცია, მხატვრული ნიჭი,გემოვნება, პასუხისმგებლობა, კარგი მხედველობა, მოთმინების უნარი.

“ვეჩვევი ხოლმე ჩემს კლიენტებს და მათთან მუშაობა უფრო მეტად მიადვილდება, რადგან ვიცი მათი გემოვნება და შესწავლილი მაქვს მათი სტილი. ამიტომაც ვხვდები მათ რა დროს რა უნდათ. ჩვენი ფანტაზიები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა”-ამბობს კარლო კიკორია ჩვენთან საუბრისას.

ზუგდიდელი მეწაღის თქმით, მას ხშირად აკითხავენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც და მოსკოვიდან.

“ხშირად ჩამოდიან და ჩემთან იკერავენ ფეხსაცმელს. თვლიან, რომ ჩემ მიერ შეკერილი ფეხსაცმელი მათთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომიცაა, ვიდრე ყველაზე მოდური და ბრენდირებული” -ამბობს კარლო კიკორია.

კარლო კიკორიასთან ფეხსაცმლის შეკვეთა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე რომელიმე ბრენდირებულ მაღაზიაში. ამასთანავე, მეწაღე სრულ გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი მინიმუმ 3 წელს გაძლებს.

Related posts

თედო რეხვიაშვილი – მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!

რედაქტორი

მირანდა მესხი: “ენმ-ს ბრალდებები  საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრეტიდაციაა”

რედაქტორი

ქელეხში გადახდილი 120 ლარი და სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი