STV
რეგიონი

სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ეროვნული დროშები გამოფინეს

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოედნები და მთავარი ქუჩები საქართველოს დროშებით მოირთო.

ზუგდიდში ეროვნული დროშებით გამსახურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი მოირთო. ფოთში კი საქართველოს დროშები აღმაშენებლის ქუჩაზე გამოიფინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებსა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღიმართა სახელმწიფო დროშები. ასევე, დროშებით მოირთო ჟიული შარტავას სახელობის სკვერი. დღის ბოლოს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ამ დღისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენა.

ჩხოროწყუში სახელმწიფო დროშები აღმაშენებლის ქუჩაზე გამოიფინა. წალენჯიხაში კი ხუთჯვრიანი დროშებით გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანი მოირთო.

აბაშაში საქართველოს დროშები გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობებზე და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე.

ეროვნული დროშები გამოფინეს მარტვილის, ხობის და მესტიის ადმინისტრაციულ შენობებზე.

Related posts

გუბერნატორმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ცრუობს? – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება [ვიდეო]

რედაქტორი

ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი ტარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი