STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: სამეგრელოში საკადრო ცვლილებები იგეგმება

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო STV.GE-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად აცნობა.

კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის დეპარტამენტს ყოფილი ვიცე გუბერნატორი, ირაკლი ჯიქია უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მაღალ თანამდებობას იკავებს. ვიცე გუბერნატორობამდე ირაკლი ჯიქიას სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში უფროსის მოადგილის თამდებობაზე იყო.

STV-ს ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვიცე გუბერნატორს დავით ფარცვანიას აღნიშნულ თანამდებობაზე სუს-ის ყოფილი უფროსი მალხაზ თორია ჩაანაცვლებს, რომელიც ადრე სწორედ სამეგრელოს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება თავად დავით ფარცვანიას, ის მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

STV.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, დავით ფარცვანია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს ან ამავე უწყებაში ერთ-ერთ დეპატრამენტს ჩაიბარებს და მას უხელმძღვანელებს.

ინფორმაციის დასადასტურებლად STV-მ სამხარეო ადმინისტრაციის პრეს სამსახურს მიმართა. პაატა ლაგვილავას განცხადებით, მათ მსგავსი სახის ინფორმაცია არ აქვთ, რასაც შესაბამისად არც ადასტურებენ.

Related posts

ექსკლუზივი: ვინ გახდება ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი?

რედაქტორი

ზუგდიდის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დატოვა

რედაქტორი

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი