STV
რეგიონი

ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრი შენდება

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ტაძრის საფუძვლის კურთხევა მოხდა. წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძართან ერთად ტერიტორიაზე სამრევლო სკოლა და სამრეკლო აშენდება, მოეწყობა სკვერი. ეკლესიის საძირკველი დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. კომპლექსის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს.

კურთხევის ცერემონიალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრნენ.

ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სოფელში უკვე დასრულდა ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაც, ტაძრის მსგავსად ამ პროექტებსაც „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს.

Related posts

სამეგრელოს გუბერნატორმა უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ ხვალ გუბერნიაში დაიბარა

რედაქტორი

კონსტანტინე კაკავა – ჩვენ ვიქნებით ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის ნებისმიერ დროს

რედაქტორი

ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი