STV
რეგიონი

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმუხურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, ზედამხედველობის სამსახურისა და შპს ,,ANAKLIA-GANMUXURI RESORTS“ -ის წარმომადგენლები, ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

ანაკლიაში კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი. გაიწმინდა და შეიღება შენობა.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 129 650 ლარია.

განმუხურში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია.  პირველ ეტაპზე ამფითეატრის დემონტაჟი განხორციელდა.

 პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.

Related posts

ზუგდიდში 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

წითელას დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ადამიანი მკურნალობს

რედაქტორი

NDI ზუგდიდში საკრებულოს მმართველი ფრაქციისთვის ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი