STV
რეგიონი

რა სასჯელი ემუქრება ბოტანიკურ ბაღში სანათების დააზიანებისთვის დაკავებულ პირს?

 ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში  7 სანათი ერთ-ერთმა ვიზიტორმა დააზიანა, რომელიც ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე მაშინ დააკავეს, როცა ის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას ტოვებდა. ამის შესახებ STV-ს შსს-ში განუცხადეს.

„არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა და რატომ დაამტვრია სანათები. ჩემმა თანამშრომლებმა ნახეს, თუ როგორ აზიანებდა ახალგაზრდა მამაკაცი მათ. დაურეკეს პოლიციას და ის მაშინ დააკავეს, როდესაც ბოტანიკურ ბაღს ტოვებდა“,- აცხადებს ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რომელიც  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც  მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია . ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Related posts

ზუგდიდში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდში, ქელეხებში მოქალქეებს შორის დისტანციის დაცვას გააკონტროლებენ

რედაქტორი

მერმა ხილის ჩირის მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი