STV
რეგიონი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდა

2019 წელს, სოფლი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა. პროექტების ოდენობამ 1061 შეადგინა. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სულ 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1061 პროექტი, იმერეთში – 1042 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში −536 პროექტი, შიდა ქართლში – 447 პროექტი, ქვემო ქართლში – 399, გურიაში – 376 პროექტი, კახეთში – 366 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში – 309 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში − 275 პროექტი განხორციელდა.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.


Related posts

გიორგი შენგელია – ჩვენ ყველა ერთად უკეთეს ზუგდიდში ვიცხოვრებთ

რედაქტორი

ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ფოთის სამკერვალო ფაბრიკას ეწვია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი