STV
კრიმინალი

პოლიციაზე თავდასხმის მცდელობისთვის სამეგრელოში ერთი პირი დააკავეს

სამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი – 1969 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღო. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Related posts

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

რედაქტორი

სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი