STV
რეგიონი

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში,თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღში, დილას მისულ ბაღის გამგეს ინეზა ზაქარაიას, ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.

“საღამოს დავკეტე რკინის კარები და დილას რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა და კარებიც ჩამტვრეული. ადგილზე არ იყო 2 ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი ჩიპებით,ეგრევე გამოვიძახე პოლიცია“,- გვითხრა მან.

ბაღში ამ დრომდე კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

Related posts

სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში არსებულ პრობლემებს გაეცნო

რედაქტორი

ზუგდიდის მერმა დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

რედაქტორი

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი