STV
რეგიონი

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს ბრალს წარუდგენენ

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს, 51 წლის გელა ქანთარიას, ბრალს სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგენენ. ხვალ კი ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ქანთარიას ადვოკატმა ზვიად ქობალავამ განაცხადა.

“რადგან ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება,აქ გვაქვს სავალდებულო დაცვის შემთხვევასთან საქმე და ჩართული ვარ როგორც სახაზინო ადვოკატი“,-გვითხრა მან.

გელა ქანთარია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

ზუგდიდში, აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

რედაქტორი

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება [ვიდეო]

რედაქტორი

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი