STV
რეგიონი

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა. ქარხანა ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება.

წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცეგუბერნატორმა დავით ფარცვანიამ განაცხადა, პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე.

მისივე თქმით, ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ვიცეგუბერნატორი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის უფროსი თამარ სახეიშვილი, შპს სდტ ჯორჯიას დამფუძნებელი ჯიაკომო ძამატიო და გენერალური დირექტორი მანავ კუმარი, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

Related posts

მეუფე გრიგოლის განცხადებით, მეუფე პეტრემ რაც თქვა არ არის სიმართლე და ცდება

რედაქტორი

გიორგი შენგელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

რედაქტორი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი