STV
რეგიონი

ზუგდიდის ჰოსპიტალში ვირუსისთვის დამახასიათებელ მკურნალობას 42 ადამიანი გადის

სეზონური გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას 42 ადამიანი გადის, ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, 29 მათგანი მცირეწლოვანია. „ზუგდის რეფერალურ ჰოსპიტალში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, სუნთქვის უკმარისობა,ყელის ტკივილი. მკურნალობას გადის 42 პაციენტი და მათაგნ 29 მცირეწლოვანია“, – განაცხადა ორჟნიამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული ცენტრის მიერ სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.


Related posts

ზუგდიდში, “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა

რედაქტორი

„თავისუფალი ზონის“ წევრები თბილისიდან ზუგდიდისკენ დაიძრნენ

რედაქტორი

ლაპლანდიელი სანტა ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი