STV
რეგიონი

ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება B ტიპის ვირუსით დადასტურდა

ზუგდიდის მკვიდრი, 22 წლის ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გრიპის B ტიპის ვირუსი გახდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. იგივე ინფორმაცია დაუდასტურა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც.

„სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Related posts

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდში კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

რედაქტორი

სადეზინფექციო სამუშაოები უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი