STV
რეგიონი

ზუგდიდში „ლელოს“ ოფისი დღეს გაიხსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდში ოფისი გახსნა. ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიის პირველი ორგანიზაციაა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რათა ქვეყანამ სწრაფად დაიწყოს განვითარება.

„რატომ ზუგდიდი? ვთვლით, რომ ეს არის მომავალი კარიბჭე მსოფლიოში, ვგულისხმობ ანაკლიას და ანაკლიის ქალაქს, რომლის პროექტიც მზად არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე განახლდება მისი მშენებლობა. ეს არის ადგილი, სადაც უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა აფხაზეთთან მიმართებაში. ეს უნდა გახდეს ადგილი ქვეყნის აღმშენებლობის, წინსვლის და გამარჯვებების ადგილი. უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქებში გავხსნით ოფისებს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი იყო პირველი ოფისი ყოფილიყო ქალაქ ზუგდიდში “, – თქვა ხაძარაძემ.

პარტიის ადგილობრივ ოფისს ალექსანდრე ახვლედიანი უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ ეტაპისთვის 200-მდე ადამიანია გაწევრიანებული.

Related posts

გუბერნატორის პირველი მოადგილე ჩეხ ინვესტორებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

სენაკის მერიაში ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობასთან შეხვედრა შედგა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი