STV
რეგიონი

ფოთში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა.

როგორც კაკავამ განაცხადა, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა ჩატარდა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი ს საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს. დღესვე, ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრებს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მათთვის შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს.

ფოთში, შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა.როგორც კაკავამ განაცხადა, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა ჩატარდა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი ს საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს. დღესვე, ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრებს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მათთვის შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს.ღონისძიების მონაწილეებს დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმიდან მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარდა არაერთი რეფორმა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით 19 მებაჟე ოფიცერი დაჯილდოვდა.ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა პროექტს “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ღონისძიებას მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.ცნობისთვის, საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ყოველ წელს აღნიშნავს.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Freitag, 24. Januar 2020

ღონისძიების მონაწილეებს დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმიდან მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარდა არაერთი რეფორმა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით 19 მებაჟე ოფიცერი დაჯილდოვდა.

ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა პროექტს “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ღონისძიებას მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ყოველ წელს აღნიშნავს.

Related posts

1 ივნისი და ბავშვების მიერ შექმნილი ზღაპრული სამყარო სენაკში

რედაქტორი

თაზო ფაცაცია: დემეტრეს ჩემს თვალს დავუთმობ!

რედაქტორი

რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი