STV
ექსკლუზივი

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა და კიდურები დაუზიანდა

ჩხოროწყუში, 39 წლის მოქალაქე გიორგი კვარაცხელიას მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა და ქვედა კიდურები დაუზიანდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.

მედიკოსების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა.

“კატასტროფის სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა ჩხოროწყუს საავადმყოფოდან ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ქვედა კიდურებზე მრავლობითი გამჭოლი ჭრილობები, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გადაყვანილ იქნა საოპერაციოდ და ამჟამად მისი ჯანმრთველობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,”-განაცხადა ზუგდიდის ემერჯენსის მორიგე ექიმმა.

დაშავებულის ახლობლები არ ფლობენ ინფორმაციას საიდან და რა მიზნით გადაადგილდებოდა დაშავებული ხელყუმბარით.

“არ მაქვს ინფორმაცია საიდან აქვს ხელყუმბარა. სავარაუდოდ ძველია, წლების წინანდელი.ბაბუაჩემის ნაქონი.მანქანაში რატომ ინახავდა არ ვიცი, “- განაცხადა დაშავებულის და ეკა კვარაცხელიამ.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Related posts

სამეგრელოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია ჩააბარებს

რედაქტორი

აპირებს თუ არა მოსვლას “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ახალი გუნდით?

რედაქტორი

გია გულორდავა – სახსრების ტკივილი დამეწყო და საცხოვრებლად აღმოსავლეთში მივდივარ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი