STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ზუგდიდში ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების მცდელობაში 60 წლის მამაკაცს ადანაშაულებენ

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში. ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ, რომელიც ამ სოფლის მკვიდრია. სწორედ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლთან არიან გოგონას ნათესავები შეკრებულები და შუახნის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იცავენ წესრიგს, რათა ინციდენტი არ მოხდეს.

შსს-ს განმარტებით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ ასევე გაატარა პრევენციული ღონისძიებები. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

Related posts

“მაისამდე დიდი დროა”- ფიქრობს თუ არა ზუგდიდის ყოფილი მერი, ისევ მერობაზე?

რედაქტორი

ზუგდიდელი მომღერლების ახალი სიმღერა და ახალი კლიპი – We Are The World [ვიდეო]

რედაქტორი

ექსკლუზივი: „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი