STV
რეგიონი

აკაკი გოგსაძე: 2020 წელს რეგიონებში აგრო ტექნიკის ახალ ბაზარს მოვიცავთ

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დარგში, ,,აგრო მოტორსი“- ერთადაერთი კომპანიაა,   რომლსაც ქართულ ბაზარზე ,,ჯონ დირი’’-ს  ტრაქტორები და დანადგარები შემოჰყავს.  კომპანია ტექნიკის ინდუსტრიაში  180 წლიანი გამოცდილებას ითვლის.

,,ჯონ დირი“-ს ძირითადი ღირებულებები  –  მთლიანობა, ხარისხი, ვალდებულება და ინოვაციაა და ეს  იმაზე მეტია, ვიდრე იდეალები, რომლებზეც კომპანიის მენეჯმენტი უკვე ათეული წლებია მუშაობს. ეს ის ფასეულობებია, რომლებიც გვხვდება ყველა პროდუქტში, მომსახურებასა და შესაძლებლობებში’’-აცხადებს ,,აგრო მოტორსი’’-ს დამფუძვნებელი აკაკი გოგსაძე.

მისი განცხადებით, 2020 წელს იგეგმება ქართული ბაზრის გაფართოება , ძირითადად რეგიონებში ახალი ფილიალების გახსნა. 

 ,, ჩვენ უკვე გავხსენით ერთი თვის წინ გორის ფილიალი. ვგეგმავთ, მოვიცვათ სხვა ქალაქები, რათა სერვისი უფრო მოქნილი და მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ფილიალები მომხარებელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიდ არჩევანს- მაღალი ხარისხის ტრაქტორებს შესთავაზებს.  ტრაქტორების გარდა სხვადასხვა სახის, ყველა იმ დანადგარის შეძენა შეეძლებათ, რაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად ესაჭიროება.  მიმდინარე წელს ავითვისებთ იმ სტრატეგიულ ქალაქებსა და რეგიონებს, სადაც ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება და მოთხოვნაც უფრო მაღალია“.

მისივე თქმის, მომხარებლები, რომლებიც ,,ჯონ დირის“ ტრაქტორებსა და აგრეგატებს, საკუთარი მიწების დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად თუ სხვა სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის უკვე წლებია იყენებენ, ამბობენ, რომ ტექნიკის უნიკალურობა  მის ხარისხსა და გრძელვადიან გამოყენებაშია.

,,დღეს, უკვე კომპანია საქართველოს რეგიონების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. დღევანდელი მონაცემებით, ბაზრის ყველაზე მოთხოვნადი რეგიონი კახეთია, სადაც ტექნიკას იყენებენ როგორც ფერმერები,  ასევე მეღვინეები, მცირე და საშუალო ბიზნეს მწარმოებლები და მებაღეები’’.

,,კომპანიის ხარისხს  მისი  ხელმძღვანელობის და მართვის  180 წლიანიისტორია  პასუხობს.  ,,ჯონ დირი’’ს უნიკალურობა  ლიდერებისა და პროფესიონალი გუნდის სიძლიერეშია.  ბრენდის  ძირითადი ფასეულობებია – ხარისხი, ვალდებულება და ინოვაცია, რაც გახდა  კომპანიის მსოფლიო წარმატების საფუძველი. ჩვენი მიზანიც ამ ფასეულობების დაცვა და მეტი კმაყოფილი მომხარებელია. მოთხოვნა-მიწოდება ბაზრის ყოველწლიურად მზარდია და  დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წელი კიდევ უფრო წარმატებული გევქნება“.

,,აგრო მოტორსი’’-ს დამფუძვნებლის განცხადებით,  ,,ჯონ დირი’’-ს გუნდი ათეული წლებია უზრუნველყოფს, რომ ეს ფასეულობები დარჩეს აქტუალური, რაც ეხმარება დილერ კომპანიებს მთელი მსფოლიოს მასშტაბით, რომ მომხმარებლებს გრძელვადიან წლებზე გათვლილი, მაღალი ხარისხის ტექნიკა მიაწოდონ.  

Related posts

,,თანატოლები თანასწორობისთვის“ – ზუგდიდში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

რედაქტორი

თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

რედაქტორი

უხვმა ნალექმა ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი