STV
რეგიონი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 65 წლის ფრიდონ ქანთარიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის ფრიდონ ქანთარიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ თამთა გახარიას შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

შეგახახსენებთ, რომ პოლიციამ მოსამართლის განჩინევის საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

Related posts

საპროტესტო აქცია ხობში – მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

რედაქტორი

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

რედაქტორი

გიორგი შენგელიამ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი