STV
რეგიონი

ფოთში, მდინარე რიონზე ახალი ხიდი აშენდება

ფოთში, მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინანდადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება 12-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება. ხიდის სიგრძე კი 432 მეტრს შეადგენს.

ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ფოთის ხიდი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

Related posts

დაბა მესტიაში, ფესტივალი „სვანეთობა 2019“ გაიმართა

რედაქტორი

10 წლის შემდეგ სენაკის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

რედაქტორი

ლია-პალურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი