STV
მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილი – 132, დაინფიცირებული – 5 974-მდე ადამიანია

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი – 5 974-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა როადენობამ, ერთ დღეში 26-ით, დადასტურებული შემთხვევების კი – 1500-ით მოიმატა.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს გარეთაც, მათ შორის გერმანიაში, სადაც ვირუსით უკვე ოთხი ადამიანია დაინფიცირებული.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

Related posts

კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ წევრები დააკავა

რედაქტორი

სტრასბურგი: რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

რედაქტორი

ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოსთვის პირველი ქალი პრეზიდენტი ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი