STV
მსოფლიო

კორონავირუსით დაავადებული 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა

29 იანვრის მონაცემებით კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. საქართველოს ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი. BBC წერს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, მათგან ბოლო ტიბეტი იყო.

ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრებია.

“ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელებამ და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემამ შეგვაშფოთა,” – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმატედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან დაასახელა გერმანია, ვიეტნამი და იაპონია, სადაც დაავადება დაუდგინდათ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან.

კორონავირუსით ჩინეთში ახლა უფრო მეტი ადამიანი დაავადდა, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული SARS-ით, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ახლა ბევრად ნაკლებია.

Related posts

მოსკოვში შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში ხალხს თავს დაესხა

რედაქტორი

“მიიღეთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო”-ემანუელ მაკრონის წერილი სალომე ზურაბიშვილს

რედაქტორი

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი