STV
პოლიტიკა

პრემიერი – იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა

„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება“, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ ის, რაც კადრებშია ასახული, უკიდურესად მიუღებელია.

„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ყოფილმა პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა სამართალდამცველების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მან ერთ-ერთ არხს მიაწოდა 2014 წელს გადაღებული კადრები, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია – ვულოცავ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მთავრობის წევრებთან ერთად

რედაქტორი

დავით ბაქრაძე – ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს თამაშში

რედაქტორი

დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი