STV
პოლიტიკა

სააკაშვილის ქსენოფობიური განცხადება – ჩინეთის არცერთი მოქალაქე არ უნდა ადგამდეს ფეხს ქართულ მიწაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩინეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. მან კორონავირუსზე საუბრისას თქვა, რომ ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე არ უნდა ადგამდეს ფეხს, სანამ ეპიდემიის საფრთხეა.

სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში არ ახსენებს პირდაპირი ფრენების გაუქმებას, ის მხოლოდ ჩინელებზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, “სასიკვდილო დაავადების” გამო დაუყოვნებლივ აკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით.

“ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ. არც ერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მიწაზე არ უნდა ადგამდეს, სანამ არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე და სანამ არ მომხდარა მასობრივი გავრცელება, რისი დიდი საფრთხეც არსებობს მათ შორის საქართველოსთან მიმართებით”, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

Related posts

გიორგი კვირიკაშვილი – ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და პოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯი

რედაქტორი

გიორგი გახარია – მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ

რედაქტორი

გიორგი გახარია – გამოძიების დასრულებამდე არ გადავდგები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი