STV
რეგიონი

სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს ბრალი წარუდგინეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.აღკვეთ ღინისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

შსს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული ს.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 1943 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ს.ყ. მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related posts

ზუგდიდში დაკავებული ბესიკ დებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია განმუხურში სოფლის კრებას დაესწრო

რედაქტორი

ზუგდიდში ზებრა გადასასვლელები მოიხატა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი