STV
ახალი ამბები

,,ადამიანის ანატომია 3D ფორმატში” – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე ახალი პროგრამა განთავსდება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა el.ge-ის  პორტალის მომხმარებლისთვის კიდევ ერთ ახალ პროგრამას  ამატებს.  დღეიდან, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს,    ადამიანის ანატომიის სივრცით ფორმატში  ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

თანამშრომლობის შესახებ  ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ და კომპანია „ჯი ეს ინტეგრატორი’’- ს წარმომადგენელმა გიორგი გიქოშვილმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა EMIS-ის ხელმძღავნელს მათ მიერ შექმნილი რესურსი 3D ფორმატში გააცნეს. 

სასწავლო პროგრამის “3D Organon Anatomy’’-ს ქართული ვერსია  ავსტრალიურ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით შეიქმნა.   პროგრამაში შესული, ქართულ ენაზე თარგმნილი 4000-ზე მეტი სხეულის ნაწილის აღწერილობა,  550-ზე მეტი ანიმაცია და სხვა მრავალი ფუნქცია დაეხმარება მსურველებს უკეთ შეიცნონ  ადამიანის ანატომია.

პროგრამა  საშუალებას აძლევს დაინტერებულ პირებს  საჯარო ლექციებს დაესწრონ და მიიღონ  ცოდნა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან. 

ჯი ეს ინტეგრატორი’’   ქართული კომპანიაა, რომლის მიზანს  ქართულ ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.  კომპანია სპეციალიზირებულია  3D  და ვირტუალური რეალობის (VR) ფორმატში სასწავლო პროგრამების გამოყენებაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მათ  მიერ  შექმნილი რესურსები საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალ el.ge-ზე განთავსდება და მისი გამოყენებე მომხმარებლებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

Related posts

პრობაციონერები ნათლისღების დღესასწაულზე ხანდაზმულებს მოემსახურნენ

რედაქტორი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სუს-ი სწავლობს

რედაქტორი

,,ქართული ოცნება” საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი