STV
რეგიონი

სოფლის კრებაზე ცაიშში ადგილობრივებმა პრიორიტეტებზე იმსჯელეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მიმდინარეობს. ამჯერად სოფლის კრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ჩატარდა. მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია.

პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

Related posts

ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

ზუგდიდის სკეიტ პარკში, ღია ცის ქვეშ მობილური კინოთეატრი მოეწყო

რედაქტორი

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი