STV
რეგიონი

ზუგდიდში სუპერმარკეტ ,,სმარტი“-ს ახალი ფილიალი გაიხსნა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოგასამართ ,,ვისოლი“-ს სადგურთან, სუპერმარკეტ ,,სმარტი“-ს ახალი ფილიალი გაიხსნა.

ახალი ფილიალის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია დაესწრო. მერის თქმით, ზუგდიდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა, სადაც 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. ,,ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას ვხედავთ ბიზნესთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით, მეტი ინვესტიციის შემოსვლა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და სოფლების განვითარებისთვის“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში პირველი სუპერმარკეტი ,,სმარტი“ 2012 წელს გაიხსნა. ახალგახსნილი ,,სმარტი“-ს გარდა ,,ვისოლი“-ს ავტოგასამართ სადგურზე უმაღლესი ხარისხის ბენზინის, დიზელისა და ავტოგაზის მიღებასთან ერთად, მომხმარებელს სხვა საავტომობილო სერვისების მიღების შესაძლებლობაც აქვს.

დღესდღეობით ,,სმარტის“ უკვე 15 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით.

Related posts

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში სამეგრელოში ხელისუფლება მოსახლეობას ხვდება

რედაქტორი

სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე ინფრასქტუქტურულ პროექტებს გაეცნო

რედაქტორი

გიორგი შენგელია: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითროთ ზუგდიდი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი