STV
რეგიონი

სამეგრელოში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო პროგრამების/პროექტების ბენეფიციარებმა და ფერმერებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, განიხილეს პრობლემატური საკითხები და მიიღეს კონსულტაციები დარგობრივ საკითხებზე.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭალეში „დანერგე მომავალი“-ს კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ბენეფიციარს შეხვდნენ და ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერეს.

სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარმა სრული დაფინანსება მიიღო და ლურჯი მოცვის ბაღი 1.250 ჰა ფართობზე გააშენა. მოცვის ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო გაცემულმა დაფინასნებამ 53 525 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 10 ადგილობრივი.

ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლაშა შალამბერიძემ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მოწყობილი, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა 1.500 ჰა ფართობზეა გაშენებული. სასათბურე მეურნეობა, წლიურად 60 ტონა პომიდორსა და კიტრს აწარმოებს, რომელიც სარეალიზაციოდ გადის, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. აღნიშნულ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 25 ადგილობრივი.

Related posts

ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება B ტიპის ვირუსით დადასტურდა

რედაქტორი

ლებარდეს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი