STV
რეგიონი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში სოფელ ჯგალში შეხვედრა გაიმართა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დღეს 13 თებერვალს, შეხვედრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეთკანთის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად სასმელი წყლის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასახელა, ამავდროულად მოთხოვნილიქნა ხიდბოგირების მშენებლობა.

ჯგალში პრიორიტეტად სათავე ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასახელდა. ლეკაკულე-სამიქაოს უბანში გარე-განათებების, სანიაღვრე არხებისა და ნოღას ტერიტორიაზე ბეტონის საფარის მოწყობა მოითხოვა.

ლეხარჩილეს მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და ნაწილობრივ ბეტონის საფარის მოწყობა დაასახელა. ლესალეში კი, სასმელი წყლის პრობლემების მოგვარება, წყლის შემკრები ავზისა და წყალგაყვანილობის მილების შეძენაზე გამახვილდა ყურადღება.

მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია თანხა 644 ათასი ლარის ოდენობით.

პრიორიტეტების განხორციელება მოსახლეობის მიერ შერჩეული და ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ხორციელდება.

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულმა მხატვრებთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

რედაქტორი

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ხვალ ზუგდიდს ეწვევა

რედაქტორი

სენაკის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი