STV
რეგიონი

“ენმ” ზუგდიდის ორგანიზაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ენმ ზუგდიდის ორგანიზაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ამის შესახებ ჟურნალისტებთან ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებელმა აცნობა მას, რომ 2019 წლის 3 დეკემბერს ენმ ზუგდიდის ოფისთან მომხდარ ინციდენტში, პროკურატურასთან შეთანხმებით, ენმ დაზარალებულად ცნეს.

თეიმურაზ ბასილაიას თქმით, მას ვერ განუმარტეს, თუ რას ნიშნავს ამ საქმეში მათი დაზარალებულად ცნობა, არ იციან ვინ მიაყენა დაზიანება. ცნობისთვის, 2019 წლის 3 დეკემბერს ენმ ზუგდიდის ოფისთან მოხდა ინციდენტი, რადროსაც ენმ ოფისში მყოფ ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

Related posts

დედამიწის დღესთან დაკავშირებით წალენჯიხაში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

რედაქტორი

სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ეროვნული დროშები გამოფინეს

რედაქტორი

ფოთის სერვისების ცენტრი გამწვანებით ღონისძიებებს ახორციელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი