STV
რეგიონი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი დარბაზიდან გაათავისუფლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარ მოხელეებს აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე უკვე გამოკითხულია და შესაბამისად მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ირაკლი კაკულია 50 000 ათას ლარიანი, ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩია კი 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლიკაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალოსწინებს.

Related posts

ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს

რედაქტორი

სოფელ ახალკახათში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭითაწყარის გზა რეაბილიტირდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი