STV
რეგიონი

ზუგდიდის სასამართლოსთან ეკა მიქავას ახლობლები აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები,რომლის თვითმკვლელობასთან მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული საპროტესტო აქციას მართავენ.

გარდაცვლილის ახლბლები ამბობენ რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს, რადგან მათი ვარაუდით ყოფილმა მეუღლემ ცოლს ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და მეზობლის საძროხეში თოკით ჩამოკიდა. მათივე მტკიცებით ამ ყველაფერში მას სოფლის საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა ეხმარებოდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს 12:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესია ჩანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის ბეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.

Related posts

სახლმწიფო რწმუნებულმა წალენჯიხაში შეხვედრები გამართა

რედაქტორი

ლუდუკ ხასიამ სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

სენაკში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმოდ აინთო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი