STV
პოლიტიკა

ფეიკნიუსი – “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ტყუილი!

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ნათლად გვაჩვენებს, რომ ნაც.მოძრაობის რესურსი ილევა. აღნიშნულს, პერმანენტულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ატივისტთა კლებადი დინამიკა ადასტურებს. მოსახლეობა გულგრილია ოპოზიციონერთა პოპულისტური განცხადებებისა და მათი ლიდერის აგრესიული, რევანშისტული მოწოდებების მიმართ. აქტივის მოზიდვის მიზნით, ნაცმოძრაობამ შექმნა უცხოური დასახელების და საეჭვო პროფილის მქონე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათი უმრავლესობა ორიენტირებულია „ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაზე“ და რათქმაუნდა იზიარებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ,,ფასეულობებსა და ხედვებს“.

ასე მაგალითად, ამერიკული წარმოშობის მქონე პოლიტტექნოლოგის კრისტინა პუშოუს მიერ დაარსებული New Leaders Initiative (NLI), რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ გააქტიურა საქმიანობა და ჩაატარა რამდენიმე კონფერენცია. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებს აუცილებელი წესით ესწრება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. თუმცა, როგორც სჩანს ამერიკელი პოლიტტექნოლოგი და ინგლისურენოვანი დასახელება არასაკმარისი აღმოჩნდა ორგანიზაციაში საჭირო რაოდენობის აქტივისტების მოსაზიდად, რის გამოც ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკოლოზ გაბელიამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა კრისტინა პუშოუს და დონალ ტრამპის ერთობლივი ფოტო, რომელსაც დაურთო ვრცელი გულანთებული კომენტარი, რომელშიც ის აშშ-ს NLI-ის თანადამფინანსებლად მოიხსენიებს და ახალგაზრდებს ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

თემაზე, დაუყოვნებლივ მოამზადა ნიუსი ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე ქობალიას კუთვნილმა ინტერნეტგამოცემა ,,ოდიში ნიუსმა“. სტატია გაიზიარეს და გადაიზიარეს ნაც მოძრაობის აქტივისტება. რათქმაუნდა, ფოტო ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს ნაცმოძრაობას და მის შვილობილ არასამთავრობოებს. თავად ორგანიზაციის დამფუძნებელმა მადლობები უხადა, როგოც ფესბუქ პოსტის ასევე სტატიის ავტორს.

ორიგინალი ფოტო ინსტაგრამიდან. ფოტო რომელიც გაფეიკდა “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ

იკვეთება სულ მცირე შეუსაბამობა. ფოტოზე ნამდვილად დონალდ ტრამპია აღბეჭდილი, მაგრამ გვერდს, არა კრისტინა პუშოუ არამედ მაქსიმის მოდელი – ელიზაბეტ პიპკო უმშვენებს. ფოტო 2017 წელს თეთრ სახლში საშობაო მიღებაზეა გადაღებული. ესეც მორიგი ფეიკი ,,ნაცმო“-ს შესრულებით.

Related posts

სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება შეუნარჩუნდებათ

რედაქტორი

პრეზიდენტის მდუმარე მხარდაჭერა საქართველოს პატრიარქს

რედაქტორი

თელავი მეხუთე პრეზიდენტის მოლოდინში – ვინ დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი