STV
რეგიონი

დადიანების შთამომავალი სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვს

სამეგრელოს თავადების, დადიანების შთამომავალი მიურატების ოჯახი სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვს. საუბარია რამდენიმე ჰექტარ მიწის ფართობზე, რომლის ნაწილი „შატო ჭკადუაშის“ მენეჯერის, სვეტა ქირიას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ნაწილის მესაკუთრე კი არავინაა.

ალან და ვერონიკა მიურატები აცხადებენ, რომ მათ ამ ადგილის ტურისტული მიმართულებით განვითარება სურთ.

როგორც ამბობენ, ამისთვის საჭიროა, ოფიციალურად ეკუთვნოდეთ მიწა, რომელიც მათი მემკვიდრეობაა.

მიურატების განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი, თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ მიმართეს და საქართველოს პრეზიდენტსაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცესი ჭიანურდება.

„ეს სასახლე სამეგრელოს ისტორიაა. სოფელში ძალიან ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს აქაურობა. გვინდა, გავარემონტოთ აქაურობა, გავაშენოთ ვენახი. აქედან ყველაზე ლამაზი პეიზაჟებია აფხაზეთის, სვანეთის“ ,- აღნიშნა ვერონიკა მიურატმა.

მიურატები სახლში, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში აშენდა, ბოლო რამდენიმე წელია, ცხოვრობენ. მათივე თქმით, ყველაფერი, რაც ადგილზე სტუმრებს ხვდებათ, სწორედ მათი მონდომებითა და ფინანსებით გაკეთდა.

Related posts

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

რედაქტორი

ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის მერიაში ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი