STV
კონფლიქტი

კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ახალი კორონავირუსის გამო მდინარე ენგურზე სანიტარული კონტროლის გამკაცრების შესახებ იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს „საზღვარგარეთ“ გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩიეს. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გააკეთა.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია კი აცხადებს, რომ სანიტარული კონტროლი გამკაცრდა ენგურის ხიდზე.

დღესვე ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში მიიღებენ კორონავირუსის ტესტსისტემას, რომელიც რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის სამედიცინო ცენტრშია დამზადებული.

Related posts

რუსი  ოკუპანტების მიერ სოფელ შამგონიდან გატაცებული მამაკაცი გათავისუფლებულია

რედაქტორი

თემურ ნადარაია – ენგურის ხიდი ჩაკეტილი იქნება მანამ, სანამ გრიპის გავრცელების საშიშროება არ მოიხსნება

რედაქტორი

ენგურს გამოღმიდან გამოთქმული კიდევ ერთი სამძიმარი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი