STV
რეგიონი

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია ლატვიაში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ლატვიაში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება. მერი ლატვიაში ევროკავშირის ინიციატივა ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ორგანიზებულ სასწავლო ტურში იღებს მონაწილეობას.

სასწავლო ტური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებთან არის დაკავშირებული და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და M4EG -ის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცრები იღებენ მონაწილეობას.

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული.

➡ინიციატივას 2017 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი და მის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში.

Related posts

“Peaks of the Caucasus” უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალი ზუგდიდშია

რედაქტორი

ზუგდიდში ხუთი საჯარო სკოლა რეაბილიტირდა

რედაქტორი

სახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის საწარმო ,,ლაზი“ დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი