STV
რეგიონი

ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში კომპანია „აჭარა გრუპმა“ დასაქმების ფორუმი გამართა. კომპანიამ დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანსიები შესთავაზა.

მსურველების ნაწილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდა. კომპანია თანამშრომლებს დამატებით უზრუნველყოფს საცხოვრებლით, კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია დაესწრო, მისი განცხადებით რეგიონში შეიქმნება დასაქმების პორტალი, სადაც ყველა არსებული ვაკანსიისა და გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

Related posts

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქციას მართავენ

რედაქტორი

ზუგდიდში სუპერმარკეტ ,,სმარტი“-ს ახალი ფილიალი გაიხსნა

რედაქტორი

ჩხოროწყუში აქტიურად გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი