STV
რეგიონი

ფოთის რეფერალური საავადმყოფოდან 18 წლის გოგონა თბილისში გადაჰყავთ

ფოთის რეფერალური საავადმყოფოდან 18 წლის გოგონა შემდოგი დაკვირვებისა და გამოკვლევების მიზნით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა ტემპერატურა და კლინიკას მიმართა.

,,შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას.საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტი ამ დროისთვის იზოლირებულია და სპეც ეკიპირებით დაკომოლექტებული ბრიგადა ზუგდიდში უახლოეს საათებში გადაიყვანს.

Related posts

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკის მუნიციპალიტეტში გადმოასვენეს

რედაქტორი

სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

რედაქტორი

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი