STV
რეგიონი

ზუგდიდის ინფექციური კლინიკა: ვემიჯნებით თემის პოლიტიზირებას და მართებულად არ მიგვაჩნია დეზინფორმაციის გავრცელება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გააჩნია ბოქსირებული პალატა შესაბამისი აღჭურვილობით და საფუძველს მოკლებულია პოლიტიკური პარტიის მიერ აღნიშნული თემით მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კლინიკა „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო არ არის შესაბამისად აღჭურვილი.

ზუგდიდის ინფექციური კლინიკა მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სამედიცინო პერსონალის მუშაობას.

” ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გააჩნია ბოქსირებული პალატა შესაბამისი აღჭურვილობით და საფუძველს მოკლებულია პოლიტიკური პარტიის მიერ აღნიშნული თემით მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება.

გამომდინარე აქედან, ჩვენ ვემიჯნებით თემის პოლიტიზირებას და მართებულად არ მიგვაჩნია დეზინფორმაციის გავრცელება იმ ფონზე, როცა პოლიტიკურ პარტიას გადამოწმებული ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან.

 მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ მედპერსონალის მუშაობას და უხეშად არ ჩაერიონ არსებულ სიტუაციაში”, -ნათქვამია ზუგდიდის ინფექციური კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

რედაქტორი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

კახა მიქაია – რულოვსის გამარჯვება ნიშნავს ახალაიების, ქარდავების დაბრუნებას სამეგრელოში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი