STV
შემთხვევა

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, კოკაიას ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და ,,ჰონდას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

,,ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგხვდა”-განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მირიგე ექიმმა ლალი დემანიამ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამიძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით უკვე დაიწყო.

Related posts

მესტიაში ქელეხის ინვენტარით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა

რედაქტორი

ფოთში, 9 წლის მოზარდს კორპუსის ეზოში დენმა დაარტყა

რედაქტორი

ხობში ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი