STV
ექსკლუზივი

ზუგდიდიდან ქუთაისში საფრანგეთიდან ჩამოსული მამაკაცი რეანომობილით გადაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდიდან ქუთაისის მიმართულებით ერთი ადამიანი გადაიყვანეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან ჩამოვიდა. STV-ს წყაროს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთიდან ვირუსის სიმპტომებით ჩამოვიდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა მას ექიმისთვის არ მიუმართავს.

“გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს ეს ადამიანი და როგორც გავიგეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. ოჯახის წევრები ამ ხნის განმავლობაში არ ამბობდნენ, რომ ჩამოსული იყო და ამის მიზეზი როგორც აღმოჩნდა ვირუსული სიმპტომები ყოფილა. პაციენტი რამდენიმე საათის წინ გადაიყვანა რეანომობილმა ქუთაისში და მაშინ გავიგეთ რომ ჩამოსული ყოფილა”-აცხადებს ერთ-ერთი რესპოინდენტი STV-თან, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ზუგდიდიდან ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, ზუგდიდელია.

Related posts

“ხობის მერიისგან არ იქნა ქმედითი ნაბიჯები გადადგმული გუნდის გადასარჩენად- ვითხოვთ დახმარებას”

რედაქტორი

რა გახდა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი და როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდის ბიბლიოთეკაში- ბელა ალანიას შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი დაუპირისპირდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი