STV
კონფლიქტი

აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, რომლის მომხრეებმა რამოდენიმე თვის წინ სოხუმში საპროტესტო აქციები მოაწყვეს, რუსეთში ქალაქ სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით ის მოწამლულია, მძიმე მდგომარეობაშია და ამჟამად იმყოფება მედიკამენტოზურ კომაში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ის მსგავსად, მოულოდნელად დაავადდა და რუსეთის ერთერთ კლინიკაში ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ასლან ბჟანია წინასაარჩევნო შეხვედრებში აცხადებდა რომ ის ხედავს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას, ხოლო მისი მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო კანდიდატი ადგურ არძინბა წინასაარჩევნო შეხვედრებში აცხადებს რომ ქართველები აფსუების დაუძინებელი მტრები არიან და მათთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებს.

შეგახსენებთ რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს არის დაგეგმილი.

Related posts

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ე.წ საზღვრები ჩაიკეტა

რედაქტორი

სოხუმში ნომერ მეორე სკოლა იწვის

რედაქტორი

გუდაუთაში რუსი სამხედროების მონაწილოებით წვრთნა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი