STV
ექსკლუზივი

დავით ფარცვანია განათლების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის უკვე ყოფილი ვიცე გუბერნატორი დავით ფარცვანია განათლების სამინისტროში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშნვას ხელი განათლების მინისტრმა უკვე მოაწერა.

STV დავით ფარცვანიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ახალ თანამდებობაზე მისი დანიშნვის შესახებ არსებული ინფორმაცია.

“დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დავინიშნე განათლების სამინისტროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე”-აცხადებს დავით ფარცვანია.

ყოფილი გუბერნატორის მოადგილე მოვალეობის შესრულებას უკვე ხვალიდან განათლების სამინისტროში შეუდგება.

ცნობისთვის, დავით ფარცვანია განათლებით სამართალმცოდნეა. იგი მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, ასევე, მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში. ფარცვანია ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.

Related posts

მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]

რედაქტორი

“ღამის საათებში ხელყუმბარა და მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდეს”-რა მოხდა ზუგდიდში 2003 წელს?!

რედაქტორი

“მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს და თანაქალაქელებს და გავხდე ზუგდიდის მერი”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი