STV
პოლიტიკა

ნათია თურნავა: იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით

უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს საკითხი ყოველთვის იყო სახელწიფოს საზრუნავი. მისივე განცხადებით, ბილეთების ფასი რომ იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით.

„პირვრელ რიგში, ჩვენ აქამდეც, სხადასვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. დღეს როდესაც ძალიან გართულებულია კომუნიკაცია მთლიანად მსოფლიოში და პრაქტიკულად თითქმის ყველა ავიაკომპანიამ უკიდურესად შეზღუდა ფრენები, ჩვენ ვტოვებთ ბაზარზე და მხარს ვუჭერთრ „აირზენას“, რომელიც შეასრულებს, გარდა თავისი რეგულარული ფრენებისა, ასევე გარკვეული მიმართულებით კომერციულ ჩარტერებს.

იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით . კარგად უნდა გვესმოდს, რომ ჩვენი საზრუნავი არის ის მოქალაქეები, რომლებიც არიან დარჩენილი და ჩამოსაყვანია, მაგრამ ასევე ჩვენი უკიდურესად მაღალი რანგის პრიორიტეტია საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ჯამრთელობის დაცვა. მათ უნდა დავახვედროთ საკარანტინო სევრცეები. ასევე, საგანგებო შტაბის დახმარებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკონტრაქტებს სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის მზად ხვდებით ამ რაოდენობა მოქალაქეების დაბრუნებას. ორგანიზებულად ხდება ეს და მომავალშიც ასევე გაგრძელდება“_ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

Related posts

“არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება” – მელია სააკაშვილს უპირისპირდება

რედაქტორი

გიორგი გახარია – პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება

რედაქტორი

„ევროპული საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი