STV
რეკლამა

სოფელ ხაბუმეში ასფალტირებული გზა დაიგება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ,ეწერის უბანში 3.კმ-ს მანძილზე ასფალტირებული გზა იგება.  აღნიშნულ მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სანიაღვრე არხის მოწყობა. 

სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 1 680 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვითი სამუშაოები, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

Related posts

სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს კვირეული მიეძღვნა

რედაქტორი

,,ბავშვთა დაცვა ძალადობისგან’’-სენაკში ტრენინგი ჩატარდა

რედაქტორი

ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი