STV
რეკლამა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე კორონა ვირუსს უკავშირდება, შეუძლებელია არ გვახსოვდეს და ჩვენი სითბო არ ვუწილადოთ საზოგადოების ყველაზე გულმზიან, სიყვარულის გამორჩეული უნარით დაჯილდოებულ პატარებს, საზოგადოების თანასწორ და სრულფასოვან წევრებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მზის შვილების დღის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ხუთ პატარას ესტუმრნენ და მათ სააფთიაქო ქსელის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე ყოველკვარტალურად 100 ლარი გაიცემა. ეს მიზნობრივი ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურეობისა და ამბულატორიული კვლევების დაფინანსებით.

დღეს, მთელ მსოფლიოში, ადამიანები სიმბოლურად ზოლიან წინდებს იკეთებენ, რაც,,მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობის და სიყვარულის გამოხატვაა. ეს დღე, საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

Related posts

ჩხოროწყუში, ,,ღია შეხვედრაზე“ დასახელებული ხიდის პრობლემა გვარდება (R)

რედაქტორი

სენაკის მერთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სენაკში ,,ლაზარე 2015″-ის პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი