STV
რეკლამა

ჩხოროწყუს მერიაში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის საკითხები განიხილეს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი კახა შელია. 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ჩხოროწყუში არსებულ ვითარებაზე და COVID 19- ის შესაძლო გავრცელების პრევენციის კუთხით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე განიხილეს ასევე COVID 19 -თან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები. 

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა საგანმანათლებლო ,ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებებში, დევნილთა დასახლებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალიტეტის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს, რაიონული საავადმყოფოს შენობების დერეფნები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღები.ასევე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში.

მუნიციპალიტეტში ასევე ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფი, რომლშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით. 

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე,ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: ☎ ცხელი ხაზი: 599856577; 599856565; 599850175; 📧 ელ.ფოსტა: [email protected] 🔹 Fb: https://bit.ly/2W9iFOr #StopCov

Related posts

სენაკში, პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა (R)

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში სააგიტაციო შეხვედრები გრძელდება (R)

რედაქტორი

ახალ სასწავლო წელს სენაკის 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი