STV
რეკლამა

ჩხოროწყუს მერიაში კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორსა და უბნის ექიმებს შეხვდნენ. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლები. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პიროვნებებზე, რომლებსაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებათ, შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ზედამხედველობა და მკაცრი კონტროლი, ამ ეტაპისთვის ჩხოროწყუში COVID 19- ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოაგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.

Related posts

სენაკის მერიაში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ხობის მერი გოჩა ქაჯაია საჯიჯაოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

რედაქტორი

სენაკის მერიაში პოლონეთში მოღვაწე თანამემამულესთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი