STV
რეგიონი

ოკუპირებული გალიდან 3 თვის ჩვილი სპეციალური ეკიპირებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გადმოიყვანეს

ფახულანი-წყოუშის ადმინისტრაციული საზღვრიდან, ოკუპირებული საბერიოს სოფლიდან 3 თვის ჩვილი სპეციალური ეკიპირებით ზუგდიდის ევექსის ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს 2 დღე მაღალი სიცხე ქონდა, მას ჩეღალის ამბულატორიაში მკურნალობდნენ, მაგრამ ვინაიდან მდგომარეობა გაურთულდა და ტემპერატურამ არ დაუწია, მისი ზუგდიდში გადმოყვანა გახდა საჭირო.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ წუთებში ბავშვს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მიცემული აქვს სიცხის დამწევი პრეპარტები, მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პაციენტია, რომელიც ორმხრივი გართულებული პნევმონიით აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში შემოიყვანეს.

Related posts

კონსტანტინე კაკავა: იგეგმება შვიდი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა

რედაქტორი

ფოთში, კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება – შსს განცხადებას ავრცელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი